ბათუმის გენერალური გეგმის განხილვა

05 ნოემბერი 2021, 14:46 1199 ნახვა

ბათუმის გენერალური განაშენიანების გეგმის პირველადი მონაცემები განიხილეს დღეს პროექტზე მომუშავე ჯგუფის წევრებმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

ასევე მოისმინეს მათი რეკომენდაციები და რჩევები ქალაქის განვითარების სამომავლო სტრატეგიის შესამუშავებლად. პროექტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი არ გამორიცხავს, რომ მერიას გენერალური გეგმის შემუშავებამდე გარკვეული ტიპის სამშენებლო ნებართვების გაცემაზე შეზღუდვის მოთხოვნით მიმართონ.

მამუკა სალუქვაძის თქმით, ქალაქში ქაოსურ მშენებლობაზე მისი იერსახეც მიუთითებს და ამიტომ საჭიროა ყველა მიმდინარე პროექტის მათ შორის გახმაურებული მშენებლობების დეტალური შესწავლა და ანალიზი. რომელი ობიექტია ქალაქისთვის შეუსაბამო ამაზე სპეციალისტები უკვე საბოლოო დასკვნაში მიუთითებენ, მას შემდეგ რაც ბათუმის გენერალური გეგმა მზად იქნება. საამისოდ პროექტზე მომუშავე კომპანიას   370 დღე აქვს.

ქალაქის სტრატეგიული სახელმძღვანელო დოკუმენტის მომზადება მერიას დაახლოებით 2 მილიონი ლარი უჯდება.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი