„ლოკომოტივი“ - ბათუმის „დინამოს“ შეხვედრა ხვალ გაიმართება

05 ნოემბერი 2021, 10:08 473 ნახვა

ხვალ,  საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის 33-ე ტურში ჩემპიონატის ლიდერი დინამო ბათუმი სტუმრად ლოკომოტივს დაუპირისპირდება, მისი კონკურენტი თბილისის დინამო კი ასევე სტუმრად,   გორის დილას.  

ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურია დარჩენილი. დღეის მონაცემებით სატურნირო ცხრილს დინამო ბათუმი 67 ქულით ლიდერობს, რომელსაც 63 ქულით თბილისის დინამო მოსდევს.

რაც შეეხება ქობულეთის შუქურას, გუნდი 22 ქულით ბოლოსწინა, მეცხრე პოზიციაზეა. შუქურა თავის შეხვედრას კვირას, ტორპედოს წინააღმდეგ გამართავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში