რთული ეპიდვითარება

04 ნოემბერი 2021, 11:05 752 ნახვა

ახლა საქართველოში 50 ათასამდე კოვიდინფიცირებულია. 6 ათას 700-მდე ადამიანი ჰოსპიტალიზებულია, მათგან მძიმედ ითვლება  1640-ის მდგომარეობა.

რაც შეეხება აჭარას ახლა 550-მდე პაციენტია კლინიკებში. მედიკოსები საუბრობენ,  ჰოსპიტალური სექტორის მოსალოდნელ გადატვირთვაზე. როგორც ირკვევა ამ ეტაპზე ყევლაზე მეტად დატვირთულია რეანიმაციული განყოფილებები. ჩვენ გადავიღეთ ქობულეთში არსებული ვითარება.

ორივე კოვიდმიმღებ დაწესებულებებში გვეუბნებიან რომ რეანიმაციულ განყოფილებებში ადგილი არ აქვთ.

ქობულეთის სამედიცინო ცენტრში, 82-კოვიდით ინფიცირებული პაციენტი გადის მკურნალობის კურსს, ძირითადად არიან არავაქცინირებული  პირები. შევსებულია 35 ადგილიც კლინიკა ბომონდში. კვლავ დაბალია მიმართვიანობა ვაქცინაციაზე.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი