რთული ეპიდვითარება - კორონავირუსის 6 024 ახალი შემთხვევა

03 ნოემბერი 2021, 18:03 672 ნახვა

6 024  ინფიცირებული  ერთ  დღეში – კორონა  ვირუსის  ახალი ანტირეკორდია. მხოლოდ  ერთ  დღეში  კიდევ  49  ადამიანი  გარდაიცვალა,  ბოლო  ერთ  თვეში  კი  1 200. 

იზრდება  მძიმე პაციენტების რიცხვი, მათი დიდი ნაწილი ჟანგბადდამოკიდებულია, 330 კი მართვით სუნთქვაზეა. ამ სურათს სპეციალისტები დიდი ხანია ვარაუდობენ.

დამაიმედებელ პროგნოზს კი ვერც ახლა აკეთებენ. ვითარების დამძიმების მთავარ მიზეზად თითქმის ჩავარდნილ აცრის  პროცესს ასახელებენ.

პრემიერი და ჯანდაცვის მინისტრი სავალდებულო ვაქცინაციას გამორიცხავენ, თუმცა სამედიცინო სექტორში ამ იდეის მომხრეთა რიცხვი დღითიდღე იზრდება.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში