სოფელ ზუნდაგაში სახლი დაიწვა 

02 ნოემბერი 2021, 12:18 5420 ნახვა

ქედაში, სოფელ ზუნდაგაში ხანძარი იყო. ცეცხლი ორსართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩნდა.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები იმყოფებოდნენ. ამ ეტაპზე ხანძარი ლიკვიდირებულია. 

ცეცხლმა დააზიანა საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკა. 

ხანძრის გაჩენის დროს სახლში მხოლოდ ოჯახის ერთი წევრი იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ქედის მერია ათწევრიან ოჯახს დროებით ქირით გადაიყვანს, შემდეგ კი დახმარების საკითხზე სპეციალური კომისია იმსჯელებს. 

მიმდინარეობს გამოძიება. 

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი