გლაზგოში მიმდინარე გაერო-ს კლიმატის ცვლილებების სამიტზე 100-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი 2030 წლისთვის ტყეების გაჩეხვის შეჩერებაზე შეთანხმდა.
ლიდერები შეთანხმდნენ, რომ პლანეტის მასშტაბით მწვანე საფარის მასობრივი განადგურების წინააღმდეგ საერთო ჯამში ისინი 19 მილიარდზე მეტ აშშ დოლარს გამოყოფენ.
განაცხადეს, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ ბრაზილიის, კანადის, რუსეთის, ინდონეზიისა და კონგოს ტყეების შესანარჩუნებლად, სადაც პლანეტის მწვანე საფარის 85% მდებარეობს.
გარემოს დამცველი ექსპერტები ლიდერების გადაწყვეტილებას მიესალმებიან და მათ მიღწეული შეთანხმების პირობების შესრულებისკენ მოუწოდებენ.