ეროვნულ ლიგაში ბათუმის "დინამომ" უახლოეს კონკურენტთან თბილისის "დინამოსთან" ისევ 4 ქულიანი სხვაობა აღადგინა.
ეროვნული ლიგის 32-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ბათუმელებმა თბილისის "საბურთალოს" უმასპინძლა და დიდი ანგარიშით 4-0 დაამარცხა.
ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურით ადრე ბათუმის "დინამოს" 67 ქულა აქვს და გათამაშების ერთპიროვნული ლიდერია.
ჩემპიონატში 63 ქულით მეორე ადგილის თბილისის "დინამო" იკავებს. შემდეგ შეხვედრას გია გეგუჩაძის გაწვრთნილი "დინამო" 6 ნოემბერს გასვლაზე თბილისის "ლოკომოტივის" წინააღმდეგ გამართავს.