აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ევროპაში ჩავიდა, სადაც ის ორ საერთაშორისო სამიტს დაესწრება. პრეზიდენტის თვითმფრინავი რომში დღეს დილით დაეშვა, სადაც ის „დიდი შვიდეულის“ სამიტს დაესწრება.
ამასთან, ჯო ბაიდენი დღეს ვატიკანში რომის პაპ ფრანცისკეს შეხვდება. აშშ-ის პრეზიდენტი იტალიიდან შოტლანდიაში გაემგზავრება, სადაც ის გლაზგოში დაგეგმილ კოპ-26 კლიმატის კონფერენციას დაესწრება.
ბაიდენი შეეცდება მსოფლიოს გაუგზავნოს გზავნილი, რომ აშშ გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლას დაუბრუნდა მას შემდეგ, რაც მისმა წინამორბედმა დონალდ ტრამპმა პარიზის კლიმატის შეთანხმება დატოვა.