3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა. თარიღთან დაკავშირებით, ბათუმის სახელმწიფო უნივფერსიტეტში თემაზე „ევროკავშირი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები“ - სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. აჭარაში დაახლოებით 130 ათასამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, მათგან 13 ათასამდე ბავშვი. მთავარ პრობლემად დღემდე შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობა და არაადაპტირებული გარემო რჩება.