ბათუმის "დინამო" აუტსაიდერ "სამტრედიასთან" დამარცხდა

24 ოქტომბერი 2021, 16:42 1259 ნახვა

ეროვნული ლიგის ლიდერი ბათუმის "დინამო" მოულოდნელად გათამაშების აუტსაიდერ "სამტრედიასთან" 1-0 დამარცხდა.

ამით გეგუჩაძის 15 მატჩიანი წაუგებელი სერია ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე შეწყდა.
პირველი ნახევარში ინიციატივა ბათუმელთა მხარეს იყო.

რამდენიმე ეპიზოდში იმერლები ბექა ქურდაძემ გადაარჩინა. 

ტაიმის ბოლო წუთზე ახალაძე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და "სამტრედია" 10 კაცით დარჩა.

მეორე ნახევარში რიცხვობრივ უმცირესობაში მყოფი "სამტრედია" თავის დაცვას ცდილობდა.  

58-ე წუთზე ბათუმელთა ფორვარდმა გიორგი ფანცულაიამ პენალტი ვერ გაიტანა, მას ქურთაძე აიღო. 

90-ე წუთზე ენდელაძის გადაცემის შემდეგ მესიაჩენკომ გაიტანა და "სამტრედიას" მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა.

ამ დღისთვის ბათუმის "დინამო"  64 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება.

უახლესი კონკურენტი თბილისის "დინამო" რომელსაც 57 ქულა აქვს 31-ე ტურის შეხვედრას დღეს "საბურთალოს" წინააღმდეგ ითამაშებს.

გია გეგუჩაძის გაწვრთნილ "დინამოს" ეროვნულ ლიგაში შემდეგი შეხვედრა 1 ნოემბერს შინ "საბურთალო" წინააღმდეგ ელოდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში