მსოფლიო კოვიდვითარება

24 ოქტომბერი 2021, 12:15 216 ნახვა

ევროპაში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი უკვე რამდენიმე კვირაა მზარდია. ინფიცირებისა და ჰოსპიტალიზაციის დინამიკის გათვალისწინებით 2 კვირით დაიხურა სკოლები კიევში, საავადმყოფოები კი, შესაძლებლობების ამოწურვის ზღვარზეა.

25 ნოემბრიდან კომენდანტის საათი დაწესდება რუმინეთში. ადგილობრივებს სახლიდან გასვლას საღამოს 10 საათის შემდეგ აუკრძალავენ. საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისთვის კი მწვანე ბარათის წარდგენა გახდება საჭირო.რთული ეპიდვითარებაა გაერთიანებულ სამეფოშიც, სადაც ჯანდაცვის ექსპერტები ხელისუფლებას შეზღუდვების დაწესებისკენ მოუწოდებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში