მეწყერი შუახევში

21 ოქტომბერი 2021, 14:07 278 ნახვა

სამდღიანი წვიმის შედეგად მეწყრული პროცესი განვითარდა შუახევში. სოფელ ოქროპილაურში დავითაძეების საცხოვრებელ სახლთან მიწის მასა ჩამოიშალა. 

ადგილობრივების ინფორმაციით, დაზიანდა სასაფლაოები და ჩაიკეტა შიდა სასოფლო   გზა.  რის გამოც გადაადგილება მხოლოდ ფეხით უწევთ. აჭარის საგზაო დეპარტამენტში  განმარტეს, რომ სალიკვიდაციო სამუშაოებს დღის ბოლოს დაიწყებენ.

რაც შეეხება  დამეწყრილ ადგილას მცხოვრებ დავითაძეების ოჯახს, მერიაში გვითხრეს, რომ 25 ათასლარიანი კომპენსაცია უკვე მიღებული აქვთ. დაზარალებულები კი ამბობენ, რომ ამ თანხით ალტერნატიული საცხოვრებელი ვერ შეიძინეს და სოფელში დარჩნენ.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში