ბრაზილიის პრეზიდენტს მასოვრივ მკვლელობაში ადანაშაულებენ

20 ოქტომბერი 2021, 14:04 1029 ნახვა

ბრაზილიის სენატის საგამოძიებო კომისია პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუს წინააღმდეგ მასობრივი მკვლელობის ბრალდების წაყენების რეკომენდაციით გამოდის.

კომისიის მოხსენებაში ნათქვამია, რომ  ბოლსონარუ და მთავრობის  სხვა ჩინოვნიკებმა ხელი შეუწყვეს კორონავირუსის მოსახლეობაში გავრცელებას ჯოგური იმუნიტეტის მიღწევის იმედით. 

თავად ბოლსონარუმ გამოძიებას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა.  ვარაუდობენ, რომ ბოლსონარუ თავს დააღწევს მართლმსაჯულებას,  რადგან  ქვეყნის გენერალური პროკურორი  მისი დანიშნულია.

ათას 100-გვერდიან დოკუმენტში აღნიშნულია, რომ  ბოლსონარუმ უარი თქვა მთავრობის მიერ ვაქცინის ადრეული მიღების შესაძლებლობაზე, რის გამოც ბრაზილიის ვაქცინაციის კამპანია გვიან დაიწყო და დაახლოებით 95 ათასი ადამიანი დაიღუპა. ანგარიშის პროექტს სენატის კომისიამ  მომავალ კვირას უნდა უყაროს კენჭი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში