ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს - შსს სამი პირის დაკავებას არ ადასტურებს

19 ოქტომბერი 2021, 10:35 1045 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცახდებენ, რომ ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და ამ ეტაპზე დაკავებული არავინაა. 

უწყებაში დამატებით განმარტებებს არ აკეთებენ და ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე სამი პირის დაკავების შესახებ ინფორმაცია გუშინ მედიით გავრცელდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცები გლდანში ერთ-ერთ სახლში იმალებოდნენ და ისინი სამართალდამცველებმა აიყვანეს. ამ ეტაპზე კი წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან. 

თბილისში, გაზაფხულის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალი გუშინ მოკლეს. გარდაცვლილი ანასტასია შატალოვაა. მას ბათუმის ყოფილ ვიცე-მერთან, მცირეწლოვან შვილთან დაკავშირებით, დავა ჰქონდა. გუშინ რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ჩხრეკა, ბათუმში ზურაბ ბერიძის სახლში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი