ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის სახლთან პოლიცია იმყოფება - ზურაბ ბერიძის სახლში სავარაუდოდ ჩხრეკა მიმდინარეობს

18 ოქტომბერი 2021, 13:48 8181 ნახვა

ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის სახლთან ამ წუთებში სამართალდამცველები იმყოფებიან. ზურაბ ბერიძის ბინაში, სავარაუდოდ, ჩხრეკა და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

მემედ აბაშიძის ქუჩაზე, პოლიციელები ცოტა ხნის წინ მივიდნენ. მედიის წარმომადგენლებს სადარბაზოში არ უშვებენ.

ყოფილ ვიცე-მერთან, სავარაუდოდ, ადვოკატიც იმყოფება. მას ჟურნალისტები დაუკავშირდნენ, უფლებადამცველი ამ ეტაპზე კითხვებს არ პასუხობს. 

თბილისში, გაზაფხულის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალი მოკლეს. არსებული ინფორმაციით,  გარდაცვლილი ანასტასია შატალოვაა. მას ბათუმის ყოფილ ვიცე-მერთან, მცირეწლოვან შვილთან დაკავშირებით, დავა ჰქონდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. სხვა დეტალებზე უწყებაში ჯერჯერობით არ საუბრობენ. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი