ბუტა რობაქიძის დედა ზურაბ ადეიშვილის პატიმრობას ითხოვს

20 ნოემბერი 2025, 14:40 117 ნახვა

წინა ხელისუფლების დროს გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის პატიმრობას ითხოვს  მოკლული ბუტა რობაქიძის დედა. 

ია მეტრეველი  მისი შვილის  მკვლელობის საქმეზე სასამართლოს მიერ, გუშინ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც თავდაცვის ყოფილ მინისტრ, ირაკლი ოქრუაშვილს პატიმრობა მიესაჯა, ხოლო ყოფილი გენერალური პროკურორი, ზურაბ ადეიშვილი გამართლდა. 

ია მეტრეველი აცხადებს, რომ  ადეიშვილის საქმეში საკმარისზე მეტი მტკიცებულებებია, ამის გარდა  შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილი უფროსის გურამ დონაძის ხელახალ დაკითხვასაც ითხოვს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე