საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ყოველწლიური შეხვედრა გაიმართა.
მასში მონაწილეობა მიიღო ათამდე ევროპული ქვეყნის წარმომადგენელმაც. განიხილეს მონაწილე ქვეყნების გამოცდილება კრიმინალურ ტენდენციებთან, მათ შორის საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით, ასევე, არსებული გამოწვევები ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე და მათი გადაჭრის შესაძლო გზები.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა კრიმინალთან ბრძოლის კუთხით მიღწეული პროგრესი შეაჯამეს და აღნიშნული მიმართულებით დინამიური თანამშრომლობის მზაობა გამოხატეს.