ანტიკორუფციულმა ბიურომ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე დააჯარიმა.
უწყების ინფორმაციით, საქმე ეხება ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის შედეგებს, რომლის ფარგლებშიც შემოწმდა დეკლარირებული მონაცემების სისრულე და სისწორე.
როგორც სააგენტოში განაცხადეს მამუკა ხაზარაძის დეკლარაციაში არ არის ასახული სრულყოფილი მონაცემები, მათ შორის მის მეუღლესა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს შორის გაფორმებული უძრავი ქონების იჯარის ხელშეკრულება.