საგამოძიებო სამსახურმა კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე სს „საქართველოს რკინიგზის“ ხარაგაულის რაიონის მოლითი-მარელისის ცვლის უფროსი ა.გ. დააკავეს. ბრალდებული მოქალაქეს დაპირდა სს „საქართველოს რკინიგზის “ კუთვნილი შპალების მიყიდვას, რაშიც მოსთხოვა და გამოართვა ფულადი თანხა, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება. ბრალდება 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.