ამერიკის ლუიზიანას შტატში, გრამბლინგის სახელმწიფო უნივერსიტეტში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, შვიდი კი დაიჭრა.
დაშავებულებიდან ერთი მძიმე მდგომარეობაშია, დანარჩენების სიცოცხლეს კი საფრთხე არ ემუქრება. დაშავებულ პირებს შორის უნივერსიტეტის სტუდენტი მხოლოდ ერთია.
მომხდართან დაკავშირებით ლუიზიანას შტატის პოლიცია აქტიურ გამოძიებას აწარმოებს. ამ დროისთვის ეჭვმიტანილი დაკავებული არ არის, უცნობია ასევე თავდასხმის მოტივი.