ავღანეთსა და პაკისტანს შორის სასაზღვრო შეიარაღებული დაპირისპირება დასრულდა

12 ოქტომბერი 2025, 17:47 155 ნახვა

„თალიბანის“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კატარისა და საუდის არაბეთის მოთხოვნით ავღანეთმა შეწყვიტა თავდასხმები.

სპარსეთის ყურის ორმა არაბულმა ქვეყანამ შეტაკებებთან დაკავშირებით შეშფოთების განცხადებები გაავრცელა. 

ცნობისთვის, 11 ოქტომბერს გვიან ღამით, ავღანეთის ჯარებმა ცეცხლი გაუხსნეს პაკისტანის სასაზღვრო პუნქტებს.

ავღანეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს კვირის დასაწყისში ავღანეთში პაკისტანის საჰაერო დარტყმების საპასუხოდ მოხდა.

ქაბულმა განაცხადა, რომ 58 პაკისტანელი ჯარისკაცი მოკლა. თავის მხრივ პაკისტანში აცხადებენ, რომ 200-ზე მეტი ავღანელი მებრძოლი მოკლეს.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე