პაკისტან-ავღანეთის საზღვარზე ვითარება რთულდება

12 ოქტომბერი 2025, 11:30 107 ნახვა

პაკისტანელმა ოფიციალურმა პირებმა აღნიშნული ფაქტი არაპროვოცირებულ იერიშად შეაფასეს და დაამატეს, რომ ცეცხლის გაცვლა საზღვრის გასწვრივ ექვსზე მეტ ადგილას მოხდა. „თალიბანის“ საგარეო საქმეთა მინისტრი ამირ ხან მუთაქი კი პაკისტანს ავღანეთის საზღვრებთან საჰაერო დარტყმებში ადანაშაულებს და მის ნაბიჯებს „შეცდომას“ უწოდებს. ამასთან, „თალიბანის“ საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ავღანეთში მდებარე ბაგრამის ავიაბაზის დაბრუნებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას. როგორც მუთაქიმ აღნიშნა, ავღანეთი არავის სამხედრო ჩარევას არ დაუშვებს.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე