სანაკრებო შესვენების შემდეგ დღეს საქართველოს ეროვნული ლიგა 29-ე ტურის შეხვედრებით განახლდება.
ფოთში აჭარულ დაპირისპირებაში ქობულეთის "შუქურა" გათამაშების ლიდერს ბათუმის "დინამოს" მიიღებს.
28 თამაშის შემდეგ ქობულეთლები 25 ქულით ბოლოსწინა მე-9 ადგილზე არიან, გია გეგუჩაძის გაწვრთნილ "დინამოს" კი 60 ქულა აქვს და უახლოეს კონკურენტ თბილისის "დინამოს" 7 ქულით უსწრებს.
"შუქურას" და "დინამოს" მატჩი დღეს 14:30 საათზე დაიწყება და მას პირდაპირ ეთერში საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია შემოგთავაზებთ.