საპროტესტო აქცია უცხოურ მედიაში

15 ოქტომბერი 2021, 11:40 653 ნახვა

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების  მოთხოვნით გამართულ აქციას  უცხოური მედია  ეხმიანება.  აქციას   სტატია რამდენიმე უცხოურმა გამოცემამ  მიუძღვნა. „ ათიათასობით ქართველმა დედაქალაქ თბილისში პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის,  მიხეილ სააკაშვილის  გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა, - ინფორმაციას „ფრანს-პრესი“ ავრცელებს.

ფრანს-პრესის“ კორესპონდენტის შეფასებით, თავისუფლების მოედანზე 50 000-ზე მეტი ადამიანი იყო შეკრებილი. დღევანდელი მთავრობის მიერ სააკაშვილისა და მისი ბევრი მოკავშირის მიმართ სისხლის სამართლებრივმა დევნამ დასავლეთში შეშფოთება გამოიწვია. შეერთებულმა შტატებმა, დემოკრატიის გზაზე უკანდახევის გამო, ქართველი ჩინოვნიკების წინააღმდეგ შესაძლო სანქციების დაწესებაზე მიანიშნა.“ - წერს გამოცემა. „ათიათასობით ქართველი თბილისის ცენტრალური ნაწილის ქუჩებში გამოვიდა, რათა პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის  მიმართ მხარდაჭერა გამოეხატა.

დემონსტრანტები პატიმრობიდან მის გათავისუფლებას მოითხოვდნენ,“- წერს „დოიჩე ველე“.

აქციის შესახებ წერს Reuters-იც. სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის,  ათასობით მხარდამჭერმა დროშებით ხელში თბილისში საპროტესტო აქცია გამართა და მისი გათავისუფლება მოითხოვა. სააგენტო წერს, რომ ოპოზიციის ნაწილი მიხეილ სააკაშვილს  ლიდერად მიიჩნევს, კრიტიკოსები მმართველი პარტიიდან კი მას „კლოუნს“ უწოდებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი