ნატოს შეფასების მე-2 დონის მოსამზადებელი წვრთნები. საქართველოს თავდაცვის ძალების მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მე-3 ასეულმა სწავლება ვაზიანის სასროლეთზე გაიარა.
სამხედროებმა ბრძანების გაცემის, მოტორიზებული პატრულის, სამედიცინო ევაკუაციის სავარჯიშოები განახორციელეს. სამკვირიანი მოსამზადებელი წვრთნების შემდეგ, ქვედანაყოფი ნატოს შეფასების მე-2 დონეს გაივლის.