დაზიანებული კორპუსი ქობულეთში

12 ოქტომბერი 2021, 11:20 1362 ნახვა

დაზიანებული კედლები, დაზიანებული სახურავი და გაუმართავი სანიაღვრე სისტემა ქობულეთში, ჭავჭავაძის 45-ნომერში მცხოვრებლები საცხოვრებლის ავარიულ მდგომარეობას ამ პრობლემებს  უკავშირებენ. ხუთსართულიან კორპუსში  25  ოჯახი ცხოვრობს.   

კორპუსი 11 წლის წინ  კომპანია „ჭავჭავაძე პირველმა“  ააშენა. კომპანიაში გვითხრეს, რომ  პროექტი არ ითვალისწინებდა, ბინის ფასადის მოპირკეთებას,  კორპუსის ექსპლუატაციაზე კი ხელი თვითმმართველობას  მოწერილი აქვს.  პრობლემების მოსაგვარებლად  მოსახლეობას მერიაში  ამისამართებენ, სადაც სატელევიზო კომენტარი არ გააკეთეს.

ამბობენ, რომ რაიმე ტიპის განცხადება აღნიშნული მისამართიდან მათთან არ ფიქსირდება. პრობლემებს  ინფრასტრუქტურის სამსახური  გაეცნობა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში