დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეპიდსიტუაციის გართულების საფრთხე არის, რადგან მობილობა სერიოზულად გაიზარდა, დაიწყო სკოლა, სასწავლო პროცესი განახლდა უნივერსიტეტებში.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ასეთ ვითარებაში გვქონდეს უსაფრთხო სკოლები, უსაფრთხო უნივერისტეტები და დაწესებულებები.
"მასწავლებლებში 62%-ია ერთჯერადად აცრილი და 50%-ზე მეტია ორჯერადად და კიდევ აქტიურად იცრებიან. სასურველია, რომ ავიდეთ 80%-ზე.
სამწუხაროდ აცრის დაბალი მაჩვენებელი გვაქვს სტუდენტებში 28%. არის ზოგიერთი უნივერისტეტი, სადაც სტუდენტთა 50%-ზე მეტია აცრილი. უნდა მოვუწოდოთ ყველა სტუდენტს, რომ აიცრას.
გაიზარდა აცრის მაჩვენებელი ექიმებში, 78%-ია ერთჯერადად აცრილი, 70% ორჯერადად. 50%-ის ფარგლებში გვაქვს ეს მაჩვენებელი ექთნებში.
თუ ეს მაჩვენებლები არ გაიზარდა სამწუხაროდ სხვანაირად ვერ გავაჩერებთ ამ ეპიდემიას. სანამ არ აიცრება კრიტიკული მასა, ანუ 75-80%"-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.