"საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" და "აჭარის ტელევიზიამ", თანაბარი ოდენობით, უმეტესწილად ნეიტრალურად გააშუქეს საარჩევნო სუბიექტები - osce

04 ოქტომბერი 2021, 17:46 1222 ნახვა

საზოგადოებრივმა სატელევიზიო არხებმა, "საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" და "აჭარამ“ , თანაბარი ოდენობის, უმეტესწილად ნეიტრალური, გაშუქება დაუთმო ძირითად საარჩევნო სუბიექტებს, - ამის შესახებ ეუთო/ოდირის საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის მიერ გამოქვეყნებულ წინასწარ დასკვნაშია ნათქვამი. 

"საზოგადოებრივმა სატელევიზიო არხებმა, „საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ და „აჭარამ“ , თანაბარი ოდენობის, უმეტესწილად ნეიტრალური, გაშუქება დაუთმო ძირითად საარჩევნო სუბიექტებს.

„აჭარამ“ უზრუნველყო ადგილობრივი საარჩევნო კამპანიების ვრცელი გაშუქება, რომელიც ძირითადად ორიენტირებული იყო კონკრეტულ საკითხებსა და კანდიდატების შეთავაზებებზე. ორივე არხმა მთავრობა ისე გააშუქა, რომ ერთეულ შემთხვევებში ინსიტიტუციურ და საარჩევნო აქტივობებს შორის გამყოფი ხაზი არ გაუვლია", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში