აჭარაში ხუთივე მუნიციპალიტეტს თითო ტრაქტორი გადაეცა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თქმით, მუნიციპალიტეტები ზამთარს მომზადებული შეხვდებიან და დიდთოვლობა მოსახლეობას პრობლემებს ვეღარ შეუქნის. ტექნიკა მუნიციპალიტეტებისთვის აჭარის საგზაო დეპარტამენტმა შეიძინა.