უცხოური მედია სააკაშვილის დაკავებაზე

02 ოქტომბერი 2021, 08:44 1346 ნახვა

სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს ექს-პრეზიდენტი პოსტსაარჩევნო პროტესტისკენ მოწოდებების შემდეგ დააკავეს-ამ სათაურით ვრცელ სტატიას სააგენტო „როიტერი“ აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ  ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ქვეყანაში დაპატიმრების საფრთხის მიუხედავად ჩავიდა. 2018 წელს დაუსწრებლად გასამართლებულმა სააკაშვილმა  მოსახლეობას ფარული დაბრუნების შესახებ სოციალური მედიით შეატყობინა  და მხარდამჭერებს ოპოზიციის მხარდაჭერისკენ და დედაქალაქ თბილისის ცენტრში შეკრებისკენ მოუწოდა.  ბრიტანული სააგენტო წერს, რომ საქართველოს ხელისუფლება თავდაპირველად კატეგორიულად უარყოფდა მის დაბრუნებას, მაგრამ პრემიერმა ღარიბაშვილმა დღის ბოლოს საკაშვილის დაკავების შესახებ განაცხადა. როიტერი შემდეგ განვითარებული მოვლენების შესახებაც წერს და აღნიშნავს, რომ ექს-პრეზიდენტი პენიტენციალურ დაწესებულებაში პირველმა სახალხო დამცველმა მოინახულა. მისი თქმით,  სააკაშვილი შიმშილს აცხადებს და უკრაინის კონსუთან შეხვედრას მოითხოვს. როიტერი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებასაც აქვეყნებს, რომელიც  სააკაშვილის შეწყალებას არ აპირებს. ბრიტანული სააგენტო იმის შესახებაც წერს, რომ საკაშვილის დაკავების შემდეგ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინაში საქართველოს ელჩი დაიბარეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი