ეს კაცი უკრაინიდან არსად წასულა, სადღაც სოროშია შემძვრალი და იმალება - მდინარაძე სააკაშვილზე

01 ოქტომბერი 2021, 12:28 1158 ნახვა

ეს კაცია არის ჩვეულებრივი მაიმუნი, სხვა სიტყვებით ამ კლოუნადის შეფასება არის შეუძლებელი - ასე გამოეხმაურა მამუკა მდინარაძე მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო დაბრუნების საკითხს. 

მისი თქმით, ხელისუფლებას აქ უტყუარი ინფორმაცია, რომ ექსპრეზიდენტს უკრაინა არ დაუტოვებია. 

​''მიკვირს ზოგიერთი თქვენგანის, ასე ანთებული ამტკიცებთ და ჩართვებს აკეთებთ, რომ აქ იყო, აქ გაიარა. ან მართლაც ცუდ მდგომარეობაში ხართ ზოგიერთი ჟურნალისტი, ან გჯერათ, ან ჩართული ხართ თაღლითობაში. რა მჯერა, რა სისულელეებს ლაპარაკობთ?

ეს კაცი უკრაინიდან არსად წასულა, სადღაც სოროშია შემძვრალი და მესამე ტელეფონით რაღაცეებს გეგმავს. ამაზე არსებობს უტყუარი ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან არსად არ გასულა, სხვა ქვეყანაშიც არ გადასულა, შემძვრალია სადღაც სოროში ემალება ყველას, რომ შექმნას ილუზია თითქოს საქართველოშია'' - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი