ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის მარკ ლიუტეს დაცვა მასზე თავდასხმისა და მისი გატაცების საფრთხის გამო გააძლიერეს. მთავრობის მეთაურის დაცვასთან დაკავშირებით უსაფრთხოების ზომები მას შემდეგ გააკაცრეს, რაც სპეცსამსახურებმა დანაშაულებრივი დაჯგუფებების მიერ დაქირავებული ადამიანების მხრიდან პრემიერზე თვალთვალის ფაქტები დააფიქსირეს. საუბარი მაროკოულ მაფიას ეხება. რიუტე ჰააგაში ძირითადად ველოსიპედით და პირადი დაცვის გარეშე გადაადგილდება. ახლა პრემიერის უსაფრთხოებას სამეფო და დიპლომატური დაცვის სამსახურების სპეციალურად მომზადებული ოფიცრები უზრუნველყოფენ.