გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში, წინასწარი შედეგებით, "სოციალ-დემოკრატები" იგებენ. ბოლო მონაცემებით, მათსა და ანგელა მერკელის კონსერვატიულ ბლოკს შორის სხვაობა 2 პროცენტამდეა. "სოციალ-დემოკრატები" 25%-ით ლიდერობენ და აცხადებენ, რომ მთავრობის შექმნის მანდატი აქვთ. მეორე ადგილზეა "ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის" და "ქრისტიან- სოციალური კავშირის" ბლოკი 24%-ით, მესამე ადგილს კი "მწვანეები" იკავებენ. გერმანიის კანცლერის ვინაობა მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც კოალიციური შეთანხმება შედგება. არჩევნების საბოლოო შედეგები, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში დადასტურდება.