ანკარა ანექსირებულ ყირიმში ჩატარებულ რუსეთის საპარლამენტო არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს. „თურქეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და არ აღიარებს ყირიმის უკანონო ანექსიას. ამ კონტექსტში, 2021 წლის 17-19 სექტემბერს ყირიმში ჩატარებული რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების შედეგებს თურქეთისთვის არანაირი კანონიერი ძალა არ აქვს“, - აღნიშნულია თურქეთის საგარეო უწყების განცხადებაში. შეგახსენებთ, რუსეთში საპარლამენტო არჩევნები 17-19 სექტემბერს ჩატარდა. წინასწარი შედეგებით, არჩევნებში მმართველი პარტია, „ერთიანი რუსეთი“ ხმების 49.83 %-ით ლიდერობს.