სტიქია ქობულეთში 

17 სექტემბერი 2021, 15:06 2198 ნახვა

ქობულეთში  მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ყველაზე მეტად სტიქიამ გელაურის დასახლების მცხოვრებლები დააზარალა.

ამბობენ, რომ ადიდებული მდინარის წყალი სახლებში და ეზოებში ისევ შევიდა, დაუზიანდათ ავეჯი და მწყობრიდან გამოვიდა ტექნიკაც.

მოქალაქეების განცხადებით,  წლებია უამინდობის დროს ამ პრობლემის წინაშე არიან და წლებია ითხოვენ  შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას, რომ გაწვიმების დროს ისევ არ დაზარალდნენ.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი