ჩინეთის ელჩს ბრიტანეთის პარლამენტში შესვლა აუკრძალეს

15 სექტემბერი 2021, 18:31 1147 ნახვა

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ლორდებისა და თემთა პალატების სპიკერებმა ჩინეთის ელჩს  ბრიტანეთის პარლამენტის შენობაში შესვლა აუკრძალეს. გადაწყვეტილება პეკინის მიერ დაწესებული სანქციების საპასუხოდ მიიღეს. ჩინელ დიპლომატს ჩინეთისადმი ლოიალური  პარტიების წარმომადგენლებთან ჰქონდა დაგეგმილი შეხვედრა.  ქვედა პალატის თავმჯდომარის განცხადებით, აკრძალვა სანქციების მოქმედებამდე დარჩება ძალაში.  ლონდონში ჩინეთის საელჩომ  ბრიტანეთის პარლამენტის გადაწყვეტილება  დაგმო და აღნიშნა, რომ ბრიტანელი პოლიტიკოსების წინააღმდეგ სანქციები უიღურების უფლებების დარღვევაში ბრალდებული ჩინელი ჩინოვნიკების წინააღმდეგ  ლონდონის მიერ დაწესებული შეზღუდვების საპასუხო ნაბიჯია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში