საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ლიგა 1 თვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ დღეს 23-ე ტურის მატჩებით განახლდება.
16:30 საათზე ქობულეთის "შუქურა" ფოთში წყალტუბოს "სამგურალს" დაუპირისპირდება. ამ დროისათვის "შუქურა" 20 ქულით მერვე ადგილზეა. "სამგურალს" კი 29 ქულა აქვს და მე-6 პოზიციაზე იმყოფება.
21:00 საათზე თბილისის "საბურთალო" ბათუმის "დინამოს" მიიღებს. ბათუმელები 46 ქულით გათამაშების ლიდერები არიან . "საბურთალო" კი 35 ქულით მეხუთე ადგილზეა.
23-ე ტურის სხვა მატჩები : თელავი - თბილისის "დინამო" 19:00 საათი "დილა" - "ტორპედო" 20:00 საათი
სააკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ეროვნული ლიგის მატჩები გულშემატკივრის გარეშე ჩატარდება.