საქართველოს ეროვნული ლიგა 12 სექტემბერს განახლდება

08 სექტემბერი 2021, 15:23 1296 ნახვა

ეროვნული ლიგის 2021 წლის სეზონი 23-ე ტურიდან 12 სექტემბერს განახლდება. ეროვნული ლიგა 2 კი, 10 სექტემბერს 23-ე ტურით განახლდება. 14 სექტემბერს დაგეგმილია ლიგა 3-ის ლიგა 4-ისა და რეგიონული ლიგის მატჩები.

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის განახლების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. საბჭოს გადაწყვეტილებით, დასაშვებია მაყურებლის გარეშე სპორტული ღონისძიებების ჩატარება. აღნიშნულ ღონისძიებებზე მონაწილეები დაიშვებიან სრულად ვაქცინირებიდან 14 დღის გასვლის შემდეგ ან ღონისძიებამდე 72 საათით ადრე PCR ტესტის ან 24 საათით ადრე სწრაფი ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე.

ეროვნული ჩემპიონატის შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 12 აგვისტოს გამართულ სხდომაზე მიიღო.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში