„თალიბანმა“ ავღანეთის ახალი მთავრობის შემადგენლობა დაასახელა

08 სექტემბერი 2021, 11:47 787 ნახვა

მოძრაობა „თალიბანმა“ ავღანეთის ახალი მთავრობის შემადგენლობა დაასახელა. როგორც სპეციალურ პრესკონფერენციაზე მოძრაობის პრესსპიკერმა განაცხადა, ავღანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს დაიკავებს „თალიბანის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მუაჰამედ ჰასან ახუნდი. მისი მოადგილე კი მულა აბდულა ღანი ბარადარი იქნება.

თავდაცვის მინისტრის პოსტზე დაინიშნება „თალიბანის“ დამფუძნებლის შვილი მუჰამედ იაქუბ მუჯაჰიდი, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს სათავეში ჩაუდგება სირაჯუდინ ჰაქანი, რომელზეც აშშ-ის ფედერალურ საგამოძიებო ბიუროს ძებნა აქვს გამოცხადებული.

შეგახსენებთ, რომ მოძრაობა „თალიბანმა“ ავღანეთის დედაქალაქი 15 აგვისტოს დაიკავა, მას შემდეგ, რაც ამერიკისა და ნატო-ს ჯარისკაცებმა ქვეყანა დატოვეს.

თალიბებმა განაცხადეს, რომ ავღანეთის ისლამურ საამიროს შექმნიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი