საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩში ბულგარეთს დაუპირისპირდება

08 სექტემბერი 2021, 11:43 1140 ნახვა

დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში გასვლაზე ბულგარეთს ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.

"ჯვაროსნებს" საბა ლობჟანიძე და ვაკო ყაზაიშვილი დააკლდება. პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გადმოსცემს.

ვილი სანიოლის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა სექტემბერში ორი ოფიციალური მატჩი გამართა. ბათუმში კოსოვოსთან 0-1 დამარცხდა, ხოლო გასვლაზე ესპანეთთან 4-0 წააგო.

ამ დროისათვის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ჯგუფში 5 თამაშის შემდეგ 1 ქულით საქართველოს ნაკრები ბოლო ადგილზეა. შემდეგი ოფიციალური მატჩი საქართველოს ნაკრებს 9 ოქტომბერს ელოდება. საკუთარ კედლებში საქართველო საბერძნეთს მიიღებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში