ენმ-ს გადაწყვეტილებას ეხმაურება ევროკავშირის ელჩი საქართველოში.კარლ ჰარცელი ფიქრობს, რომ შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა რეფორმის სრულად შესრულება საქართველოს ეროვნულ ინტერესებში შედის , დოკუმენტზე ხელმოწერა კი არასდროსაა გვიანი. ნაციონალური მოძრაობის გადაწყვეტილება ამერიკის ელჩმაც შეაფასა. კელი დეგნანი აცხადებს, რომ ეს ხელმოწერა კარგი ნიშანია იმის, რომ პოლიტიკურ სივრცეში შეთანხმება შედგეს.