საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მეტოქეები ცნობილია

31 აგვისტო 2021, 15:54 1494 ნახვა

მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის წილისყრაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა. საქართველოს ნაკრები G ჯგუფში მოხვდა, სადაც ესპანეთს, უკრაინასა და ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება.

მატჩები 2021 წლის ნოემბრიდან 2023 წლის თებერვლის ჩათვლით, ორ ჯგუფურ ეტაპად გაიმართება. პირველ ეტაპზე 8 ოთხგუნდიანი ჯგუფია. გუნდები ორ წრედ სახლში და სტუმრად ითამაშებენ.

ჯგუფიდან 3 საუკეთესო ნაკრები გავა. ამის შემდეგ მეორე ეტაპზე გუნდების პირველი ეტაპის შედეგებს შეინარჩუნებენ და გაკეთდება 4 ექვსგუნდიანი ჯგუფი, საიდანაც თითოეული ჯგუფიდან 3 გუნდი შემდეგ ეტაპზე გავა. ასე გამოვლინდება 12 საუკეთესო ევროპული ნაკრები, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს.

მსოფლიოს ჩემპიონატი სამ ქვეყანაში: ინდონეზიაში, იაპონიასა და ფილიპინებზე 2023 წელს, 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი