მაღალი სართულიდან გადმოვარდნილი მოზარდის მდგომარეობა მძიმეა

27 აგვისტო 2021, 10:53 701 ნახვა

ბათუმში, მაღალი სართულიდან გადმოვარდნილი 8 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ექიმების ინფორმაციით, სახეზე იყო ტრავმული შოკი.

არასრულწლოვანი  იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

შემთხვევა გუშინ, სტადიონის მიმდებარედ მოხდა. საქმეზე გამოძიება გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანების მუხლითაა დაწყებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი