უეფას წლის საუკეთესო ფეხბურთელი ჟორჟინიო გახდა

26 აგვისტო 2021, 21:33 1087 ნახვა

უეფას წლის საუკეთესო ფეხბურთელი ლონდონის ''ჩელსისა'' და იტალიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ჟორჟინიო გახდა.

29 წლის ფეხბურთელი გასულ სეზონში ''ჩელსისთან'' ერთად ჩემპიონთა ლიგის და უეფას სუპერთასის გამარჯვებული გახდა, ხოლო იტალიის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატი მოიგო.

  • წლის საუკეთესო თავდამსხმელი ერლინგ ჰალანდი.
  • წლის საუკეთესო ნახევარმცველი: ნ'გოლო კანტე.
  • ​წლის საუკეთესო მცველი: რუბენ დიაში 
  • წლის საუკეთესო მეკარე: დუარდ მენდი.
  • წლის საუკეთესო მწვრთნელი: ტომას ტუხელი.

​ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მატჩები 14/15 სექტემბერს გაიმართება, ხოლო ჯგუფური ტურნირი 7/8 დეკემბერს დასრულდება. ფინალი 28 მაისს, სანკტ პეტერბურგში გაიმართება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში