NGO-ები: ვახო სანაიას საქმეზე მართლმსაჯულება სათანადოდ არ აღსრულებულა

25 აგვისტო 2021, 18:31 836 ნახვა

ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდამსხმელების გათავისუფლებას ეხმაურება მესამე სექტორი. განცხადებას 12 ორგანიზაცია აწერს ხელს. მიაჩნიათ, რომ ვახო სანაიას საქმეზე მართლმსაჯულება სათანადოდ არ აღსრულებულა, სასამართლოს რბილი დამოკიდებულება კი  კრიტიკული მედიის მიმართ აგრესიის გაზრდის კიდევ ერთ საფრთხეს წარმოადგენს. ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულებმა  გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულება რამდენიმე საათის წინ  დატოვეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ისინი  დამნაშავედ ცნო, მათ 6 თვიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა ეს ვადა სწორედ დღეს ამოიწურა.  გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა გამოიტანა. ვახო სანაიას საქმეზე ბრალდებულების ადვოკატები საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. მანამდე კი მოსამართლის გადაწტყვეტილება გააპროტესტეს მედიის წარმომადგენლებმა საქალაქო სასამართლოს ეზოში. ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტ ვახო სანაიას თავს 25 თებერვალს მაშინ დაესხნენ, როცა ოჯახის წევრებთან, მათ შორის, მცირეწლოვან შვილთან ერთად თბილისში გადაადგილდებოდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი