საფრანგეთის ლიგა 1 ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში აღარ შედის

25 აგვისტო 2021, 13:05 1635 ნახვა

ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ უეფამ ევროპის ქვეყნების ჩემპიონატების განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. დიდი ხნის შემდეგ საფრანგეთის ეროვნული ჩემპიონატი ლიგა 1 ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში აღარ შედის.

მისი ადგილი პორტუგალიის პრიმერა ლიგამ დაიკავა. რეიტინგი ბოლო 5 სეზონის განმავლობაში დაგროვილი ქულების ჯამური რაოდენობით გამოითვლება.

ტოპ 5 ჩემპიონატი ასე გამოიყურება:

  1. ინგლისის პრემიერლიგა - 87.9 
  2. ესპანეთის ლა ლიგა - 80.5 
  3. იტალიის სერია ა - 63.6
  4. გერმანიის ბუნდესლიგა - 61.4
  5. პორტუგალიის პრიმერა ლიგა 44.2

საქართველო ეროვნული ლიგა კი უეფას რეიტინგში 55 ჩემპიონატიდან 46-ე ადგილზეა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში