ახალი შეზღუდვები - სააკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება

24 აგვისტო 2021, 15:05 14905 ნახვა

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით კოვიდ-19-ით 60 ადამიანი გარდაიცვალა, დაინფიცირდა 5924-ი. სტატისტიკა ჯერ-ჯერობით უცვლელია, ინფიცირების მაჩვენებლის მკვეთრი კლება არ შეიმჩნევა. ეპიდემიოლოგები არსებულ ვითარებას საგანგაშოს უწოდებენ და მოქალაქეებს აცრას ურჩევენ.

იმ შემთხვევაში თუ დაავადების დინამიკა უკეთესობისკენ არ შეიცვალა შესაძლოა საწოლფონდის დეფიციტი აჭარაშიც შეიქმნას. რეგიონში საველე ჰოსპიტლის მოწყობაზე უკვე მსჯელობენ.  

რაც შეეხება ვაქცინაციას, ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით მინიმუმ ერთი დოზით მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა. ექიმები 12 წლიდან მოზარდების აცრის აუცილებლობაზეც საუბრობენ, რადგან  დელტა შტამის პროცენტული მაჩვენებელი მათი თქმით, მოზარდებშიც  საკმაოდ მაღალია.

საკოორდინაციო საბჭომ დღეს კიდევ ახალი შეზღუდვა დააწესა, რომელიც ძალაში ხვალიდან შევა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი