უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავა საგამოძიებო სამსახურმა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ნოემბრიდან აპრილამდე პერიოდში, მდინარე ჭოროხი-აჭარისწყალის კალაპოტში, უკანონოდ, ლიცენზიის გარეშე მოიპოვა სასარგებლო წიაღისეული , დაამზადა ყალბი სასაქონლო ზედნადებები, თითქოსდა ქვიშა-ხრეში შეძენილი ჰქონდა სხვადასხვა კომპანიისგან, სხვადასხვა ადგილას.