თავდაცვის მინისტრის ვიზიტი უნგრეთში

07 მაისი 2016, 00:00 3190 ნახვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი უნგრეთში ვიზიტს განაგრძობს. უნგრელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, თინათინ ხიდაშელი საგარეო საქმეთა მინისტრს პიტერ სიიარტოს შეხვდა. შეხვედრაზე უნგრულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ ურყევი მხარდაჭერა. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს ურთიერთობებსა და ნატოს ვარშავის სამიტზე საქართველოს მოლოდინებს. ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი გმირთა მოედანზეც იმყოფებოდა, სადაც გვირგვინით შეამკო უცნობი ჯარისკაცის საფლავი.

ამავე კატეგორიაში