საქართველოს 16 წლამდე კალათბურთელებმა კვიპროსი დაამარცხა

18 აგვისტო 2021, 14:33 1137 ნახვა

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე კალათბურთში 16 წლამდე ვაჟთა ევროჩელენჯერზე საქართველოს ნაკრებმა გამარჯვება მოიპოვა.

ირაკლი ტომარაძისა და ნიკა ცინცაძის გაწვრთნილმა ჩვენმა გუნდმა კვიპროსის ნაკრები 10 ქულის სხვაობით – 86:76 დაამარცხა და მოგებ-წაგებები გაუთანაბრდა.

სადებიუტო მატჩში საქართველო სლოვაკეთთან 1 ქულის სხვაობით 76:77 დამარცხდა და ამ გამარჯვებით სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესა. 

4-გუნდიანი ჯგუფიდან ნახევარფინალში 2 საუკეთესო გადის და საქართველოს ნაკრებს პლეი ოფში გასვლის კარგი შანსი აქვს. ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში საქართველოს ნაკრები უნგრეთს ხვდება და გამარჯვების შემთხვევაში ნახევარფინალში გავა. 

საქართველოს ნაკრები ჯგუფის ბოლო შეხვედრას უნგრეთთან 18 აგვისტოს, თბილისის დროით 21:00 საათზე გამართავს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში